31, ოქტომბერი 2021 16:23:00
„TV25”-ის ჟურნალისტზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. კადრებით დაფიქსირებული მტკიცებულებების მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე რეაგირება, ერთი დღის დაგვიანებით, მხოლოდ მაუწყებლის მიმართვის საფუძველზე მოახდინა. თეო ფუტკარაძე, ამ წუთებში, გამოკითხვაზე იმყოფება. გამოძიება სსკ-ის 124-ე და 151-ე მუხლებით დაიწყო, რაც მუქარასა და ძალადობას გულისხმობს. დანაშული 1-დან სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ჩვენი რეპორტიორის ინტერესებს ორგანიზიაცია „კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის“ და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" დაიცავენ.